მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"10 თვეში უზბეკი ტურისტების ნაკადი 15%-ით გაიზარდა" - “ჩექ ინ თრეველი” დატვირთვაზე

63733ca18ba0e
ლიკა გურაბანიძე
27.11.22 19:24
1072
ტურისტული კომპანია “ჩექ ინ თრეველის” დირექტორის ლევან ოსეფაიშვილის შეფასებით, 2022 წლის 10 თვეში მათთან უზბეკი ტურისტების ნაკადი 15%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მან bm.ge-სთან ისაუბრა. 

კომპანიის ხელმძღვანელი ამის მიზეზად პანდემიური რეალობის გაუმჯობესებას და რუსეთ-უკრაინის ომს ასახელებს.

“ძირითადად წელს ჩვენთან ტურისტები უზბეკეთიდან შემოვიდნენ და გასულ წელთან შედარებით მათი ნაკადი 15%-ითაა გაზრდილი. ასევე ტურისტული ნაკადები 2021 წელთან შედარებით დაახლოებით 7%-ითაა მომატებული აზერბაიჯანიდან. სამომავლოდაც მოლოდინი საკმაოდ კარგი გვაქვს, ამის თქმის საფუძველს კი გაკეთებული ჯავშნების რაოდენობა გვაძლევს”, - აღნიშნა ლევან ოსეფაიშვილმა.

მისი განმარტებით, დადებითი დინამიკის პარალელურად, სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე ტურისტული კომპანიის ხარჯებიც გაიზარდა.

“რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან საწვავზე ფასი გაიზარდა, ასევე ფასის მატება მოხდა ყველა იმ მნიშვნელოვან მომსახურებაზე, მაგალითად როგორიცაა გიდების. დღეს 15-25%-მდეა ყველაფერი გაძვირებული,” - განმარტა ლევან ოსეფაიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები