მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"18,000-მდე გაყიდული ჯავშანი" - რომელ სასტუმროებს ირჩევენ Hotsale.ge-ს მომხმარებლები

5f4234e36150f
მარიამ ადამია
23.08.20 13:27
3356
"80%-იანი ზრდა გვაქვს - სეზონზე სასტუმროების 18,000-მდე ჯავშანი გაიყიდა, რაც წინა წლებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია”, - ამის შესახებ BM.ge-სთან HOTSALE.GE-ს დირექტორმა თათული ზაკალაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით დატვირთული წელს აჭარის რეგიონი, ასევე, სვანეთი და კახეთია.

"წელს ქართველმა მომხმარებლებმა უფრო მეტი აქცენტი გააკეთეს მაღალბიუჯეტიან სასტუმროებზე, რომელთა საშუალო ფასი 120-170 ლარის ფარგლებში მერყეობს; ვფიქრობ, ეს პანდემიამაც განაპირობა - ადამიანებს ურჩევნიათ მაღალი კლასის სასტუმროები, სადაც თავს უფრო დაცულად გრძნობენ”, - აღნიშნა ზაკალაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, Hotsale.ge-ს ვებგვერდის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაყიდული ჯავშნების მიხედვით ლიდერია 3 სასტუმრო:  Castello Mare, სასტუმრო Euphoria Batumi და Kolkhida Resort & Spa.

ცნობისთვის: პლატფორმა Hotsale.ge მომხმარებლებს 50-ზე მეტ პრემიუმ კლასის, 80-ზე მეტ - ზღვისპირა, 25-ზე მეტ - კახეთის, 40-ზე მეტ - ბაკურიანის და 25-ზე მეტ - სხვა მთის რეგიონების სასტუმროების დაჯავშნას სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები