მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2008 წლის ომის შემდეგ თამაზ გაიაშვილს დაავალეს, დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან" - პრემიერი

6471d637ccb4a
თამთა ჯიჯავაძე
27.05.23 14:07
1306
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი და ამას არავითარი შემხებლობა არ აქვს პოლიტიკასთან. მან წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოდან მალევე, საქართველოს მაშინდელ მთავრობას სურდა ფრენების აღდგენა.

"მახსოვს ძალიან კარგად, მათი დაჟინებული თხოვნა იყო, რომ ფრენები დაგვეწყო, აგერ არის ავიაკომპანია "ქართული ავიახაზები" ბატონი თამაზ გაიაშვილი, მოაყოლეთ, მე ვიცი ფაქტები, გააგზავნეს, დაავალეს, რომ ჩასულიყო დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან, ომის შემდეგ ხდება ყველაფერი. ასევე ომის შემდეგ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის, მოითხოვა რამე სანაცვლოდ? მოეთხოვა თქვენთვის, ჩვენი მილიონი დიასპორისთვის”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმითვე, რაც შეეხება რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილებას გაუიოლებს და ბიზნესისთვისაც იქნება კარგი.

"მოლდოვას დღეს აქვს უვიზო რეჟიმი. უკრაინას, მე მგონი აქვს დღესაც უვიზო რეჟიმი. ყოველ შემთხვევაში ჰქონდა ომამდე, თუ არ ვცდები. ამიტომ აქ არაფერი არ არის განსაკუთრებული. პირიქით, ყველაფერი რაც გაუიოლებს ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს დიასპორას მოძრაობას, გადაადგილებას და ბიზნესს, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი. და კიდევ ერთი მინდა ვთქვა, ესე იგი ყოველ დღე ათასობით მანქანა გადადის და კვეთს საზღვარს, ლარსის გამშვებ პუნქტს. მათ შორის სამგზავრო, მათ შორის სატვირთო, ათასობით მანქანა და რა განსხვავებაა ვერ გავიგე, მაშინ დავკეტოთ ესეც. მეორე ეტაპი იქნება და დაკეტეთ მაშინ საზღვრები. გააჩერეთ ვაჭრობა", - განაცხადა პრემიერმა.

მან რუსეთიდან გადმორიცხვების მოცულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველწლიურად ასეულობით მილიონ დოლარს იღებს რუსეთიდან გადმორიცხვებით. "მილიარდებზეა საუბარი უკვე. რუსეთში მცხოვრები ჩვენი დიასპორიდან ასეულობით მილიონი დოლარი შემოდის, ინახავენ ოჯახის წევრებს, ავითარებენ ბიზნესს, ნათესავებს, რატომ უნდა ჩავკეტოთ ეს, რა ხდება, რატომ? ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ პირიქით დავეხმაროთ ჩვენს ხალხს ყველგან, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ“- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, 2023 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 369.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.0%-ით მეტია 2022 წლის აპრილის მაჩვენებელზე. ქვეყნებს შორის საქართველოში ყველაზე მეტი გზავნილი კვლავ რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, რამაც 160 მილიონი დოლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში რუსული გზავნილები 20%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები