მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2015 წლიდან დღემდე ქვეყნიდან 700 000 კატალიზატორი გავიდა" - ნოე მეგრელიშვილი

64883f83e67ea
თინათინ ნატმელაძე
13.06.23 14:16
886
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნოე მეგრელიშვილმა მედიაცენტრ "მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2015 წლიდან დღემდე საქართველოდან 700 000-ზე მეტი ავტომობილის კატალიზატორი გავიდა, რაც კატასტროფულად დიდი მაჩვენებელია.

"ჩვენთან რეგისტრირებული ავტომობილების ავტოპარკი დაახლოებით 1.5 მილიონია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გზაზე ამდენი არ დადის, თუ ჩავთვლით, რომ გზაზე ერთი მილიონი ავტომობილი დადის, ამ შემთხვევაში 7 000 უკატალიზატორო ავტომობილი ძალიან მძიმე სურათია", - აცხადებს ნოე მეგრელიშვილი.

მისივე ცნობით, ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ტექინსპექტირების დროს ავტომანქანას კატალიზატორიც შეუმოწმდება.

"2020 წლის აპრილიდან დარეგისტრირებულ ავტომანქანებს მოეთხოვებათ, რომ აუცილებლად ჰქონდეთ კატალიზატორი. მნიშვნელოვანია, რომ ეს კატალიზატორი არ იყოს ნათხოვარი, ამიტომ გზაზე ინსპეტირებაც ძალიან საჭირო პროცესია", - აღნიშნავს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

ცნობისთვის, გუშინდელ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოდან  კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება. "ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება”, - განაცხადა პრემიერმა.

კატალიზური კონვერტერის დანიშნულება შიგა წვის პროცესის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვი აირების განეიტრალებაა, ამით ავტომობილის ემისიების და გარემოს დაბინძურების შემცირება ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები