მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2022 კარგი მაჩვენებლებით დავხურეთ" - რამდენი ავტომობილი გაყიდა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ"?

63df7bf7b05d8
მარიამ დემეტრაშვილი
05.02.23 21:00
6367
2022 წელი „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიამ გასულ წელს 1 400-მდე ავტომობილი გაყიდა, ავტოსერვისის მიმართულებით კი მომხმარებელთა რაოდენობამ 20 000-ს მიაღწია.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მიღწევებსა და გეგმებზე გადაცემაში „Forbes კვირა“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მარიამ მელიაშვილმა ისაუბრა.

„2022 წელი საკმაოდ კარგი მაჩვენებლებით დავხურეთ. ჯამურად, დაახლოებით 1 400-მდე ავტომობილი გაიყიდა, როგორც ახალი, ასევე მეორადი. დაგეგმილთან შედარებით, დაახლოებით 40%-მდე ზრდა დაფიქსირდა, რაც ჩვენთვის საკმაოდ დიდი ნაბიჯია.

ავტოსერვისის მიმართულებას რაც შეეხება, საკმაოდ კონკურენტულ გარემოში გვიწევს ოპერირება. ავტომობილების გაყიდვის კუთხით შედარებით მარტივია მომხმარებლის დარწმუნება, რომ არჩევანი „ტოიოტაზე“ შეარჩიოს, სერვისს რაც შეეხება, აქ აქცენტს ვაკეთებთ კომფორტსა და კარგ მომსახურებაზე. შედეგად, წელიწადში ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა 20 000-ს აღწევს.

ძალიან კარგად მუშაობს ჩვენი დაზღვევა. „ტოიოტა კასკო“ საკმაოდ აქტიურად იყიდება. რიგის მართვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დავნერგეთ წინასწარი ჩაწერები. წლის შუა პერიოდში სერვისში მოსული მომხმარებლების 15% იყო წინასწარ ჩაწერილი. დღეს ეს მაჩვენებელი 50%-მდე გაიზარდა“, - თქვა მარიამ მელიაშვილმა.

ის ასევე შეეხო რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილ ლოგისტიკურ სირთულეებს.

„ეს ყველაფერი აისახა ვადებზე - საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი სჭირდებოდა ავტომობილების ჩამოსვლას. 4-5 თვიანი მიწოდების ვადა გახდა 6-7 თვიანი. ასევე, ჩიპების პრობლემა არ აღმოფხვრილა. გარდა ამისა, გვქონდა გარკვეული გამოწვევები ჰიბრიდულ ავტომობილებთან დაკავშირებით - ბაზარზე მათზე მოთხოვნა უფრო დიდი იყო, ვიდრე მიწოდება“, - თქვა მან.

2023 წლის გეგმებს რაც შეეხება, კომპანია 500-მდე მეორადი ავტომობილის გაყიდვასა და ახალი მოდელების წარდგენას გეგმავს. დირექტორის ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალი მოდელი Toyota Corolla Cross იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები