მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2025 წლისთვის 50 მლნ ბიზნესი უნდა გავაციფრულოთ“ - დიანა კიღურაძე

62a6307da19e0
თამთა ჯიჯავაძე
13.06.22 00:10
1947
„გლობალურ დონეზე აღებული პასუხისმგებლობა რომ 2025 წლისთვის 50 მლნ ბიზნესი უნდა გავაციფრულოთ“, - ამის შესახებ გადაცემა „Forbes კვირაში“ კავკასიაში Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა და უფროსმა დირექტორმა, დიანა კიღურაძემ განაცხადა.

„ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა და მინდა გითხრათ, რომ ამ გეგმის დაახლოებით ნახევარი უკვე შესრულებული გვაქვს. ეს გეგმა გეომეტრიული პროგრესიით სრულდება, ვინაიდან ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ბაზარზე ე.წ. Boost-ს იწვევს იმ კომპანიების რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით, რომლებსაც გაციფრულებაში ვეხმარებით.

მსგავსი ახალი ტექნოლოგიაა Tap to phone, რომლის არსებობაც ბაზრებზე მცირე ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის უხსნის მათ შესაძლებლობას შესთავაზონ მომხმარებელს გადახდის საშუალება. ამგვარად, მომხმარებელს ვახვედრებთ ყველა იმ ინოვაციას, რომელიც სჭირდება იმისთვის, რომ საბარათე ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენოს“, - განაცხადა მან.

დიანა კიღურაძემ საქართველოში Visa-ს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიის გეგმაშია გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა და ქალთა ლიდერობის გაძლიერება.

„ყველა ეს გეგმა ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში განვითარდეს ელექტრონული გადახდები და ნომერ პირველი ქვეყანა გავხდეთ უკონტაქტო გადახდების მიხედვით. დღეს საქართველოში 100 ლარიდან მხოლოდ 30 ლარი იხარჯება უნაღდოდ. მჯერა რომ მომდევნო წლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 30 ლარი 40 და 60 ლარი გახდეს“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები