მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადამიანებს შიშის გამო საავადმყოფოში მოხვედრა სურთ" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

5fc4fa3072b8a
ინგა მურუსიძე
30.11.20 19:15
609
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს კერძო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა  ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ.

მისი თქმით, ამ დროისთვის საწოლფონდის ის რაოდენობაა მობილიზებული, რომელიც სრულიად საკმარისია მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

„იყო რიგითი, სამუშაო შეხვედრა. ყოველკვირეულად ვიკრიბებით და ვმსჯელობთ ამ საკითხებზე, თუ რა დავალებები იყო და რა გაკეთდა. ვიმსჯელეთ, რა საწოლფონდი გვჭირდება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. იმდენად დიდია რაოდენობა, რომ ჩვენ შედეგებს იანვრის დასაწყისამდე ვერ ვნახავთ. 

საწოლფონდის ყველაზე კარგი შემაკავებელი არის პროფილაქტიკა. თუ ჩვენ პროფილაქტიკურ მედიცინას არ მივყევით, რასაც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, არ ეყოფა არანაირი საწოლფონდი. ამ დროისათვის საწოლფონდის ის რაოდენობაა მობილიზებული, რომელიც სრულიად საკმარისია, საერთო სტატისტიკიდან გამომდინარე. მთავარია სტაციონარში მოხვდნენ ის ადამიანები, ვისაც ეს ნამდვილად ესაჭიროებათ. მესმის, რომ ადამიანებს შიშის გამო სურთ, რომ მოხვდნენ საავადმყოფოში, მაგრამ ყოველთვის ამისი აუცილებლობა არ არის“, - განაცხადა დავით გადელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები