მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადგილობრივი კალმახი ქვეყანაში დეფიციტურია" - საკალმახე მეურნეობა

6335a70bc81cf
ლიკა გურაბანიძე
01.10.22 09:38
802
ზემო აჭარაში მოშენებული საკალმახე მეურნეობის “სოფოს კალმახი” დამფუძნებელი სოფო დიასამიძე, BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან შემოსული მოქალაქეების, ასევე ტურიზმის გამოცოცხლების ფონზე, გაჩენილი დიდი მოთოვნის გამო კალმახზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ადგილობრივმა წარმოებამ მიწოდება ვერ დააკმაყოფილა, შედეგად საქართველოში კალმახის იმპორტი თურქეთიდანაც ხდებოდა.

“ზაფხულის სეზონს წელს მომუმზადებლები შევხვდით, რადგან ბაზარზე მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. თუ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება გამართული არ იქნება, შედეგსაც ვერ დავდებთ. სწორედ უცხოელების დიდი რაოდენობით შემოსვლამ გვიჩვენა, რომ ადგილობრივი კალმახი ქვეყანაში დეფიციტურია.

ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. ბიზნესმა სამეწარმეო პროცესის სწორად უნდა წარმართოს, ხოლო სახელმწიფოს როლს ვხედავ იმაში, რომ შესაბამისი ლაბორატორიები უნდა გვქონდეს”- განაცხადა დიასამიძემ.

მისივე თქმით, ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის გამო გაჩენილმა დეფიციტმა და იმპორტირებული საკვები პროდუქციის გაძვირებამ ფასების მატებაც გამოიწვია. ბოლო პერიოდში კომპანიაში ფასები საშუალოდ 10 ლარით გაიზარდა.

“თუ მაისში 1 კგ კალმახის ღირებულება 15 ლარი იყო, ზაფხულში ფასმა 25 ლარი შეადგინა. თუ ქვეყანაში კალმახის წარმოება გაიზრდება, ფასიც დასტაბილურდება.” - განმარტა სოფო დიასამიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები