მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

"აღინიშნება ბზარები, ძლიერი ქვის ცვენა და მარჯვენა ფერდის ჩამოშლა" - აჩხოტი-ჯუთას გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

29 ივნისიდან აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზის ერთ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.

კერძოდ, უწყების ცნობით, უხვი ნალექის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე აღინიშნება ბზარები, ძლიერი ქვის ცვენა და მარჯვენა ფერდის ჩამოშლა.

აღნიშნულ მონაკვეთზე ცუდი ხილვადობის გამო, 29 ივნისიდან ყოველდღე, 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები