მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ალდაგის" სამოგზაურო დაზღვევას კოვიდ-პასპორტზე სპეციალური ფასი მოყვება (R)

5f8d8a5fddf81
BM.GE
19.10.20 17:28
1187
"ალდაგის" სამოგზაურო დაზღვევის მფლობელები კოვიდ-პასპორტის შეძენას ფასდაკლებით - 100 ლარად შეძლებენ. როგორც BM.GE-iს კომპანიიდან აცნობეს, კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკის ჩატარება PCR-ის მეთოდით კლინიკა "მეგალაბშია" შესაძლებელი.

"კოვიდ-პასპორტი ვირუსის ტესტის დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს, რომ მგზავრს არ უფიქსირდება ვირუსი და მისი შესვლა ქვეყნის საზღვარზე სრულიად უსაფრთხოა.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნები საზღვარზე შესვლისას კოვიდპასპორტს ითხოვენ, რაც უსაფრთხოების ერთ-ერთი მოთხოვნაა.

"ალდაგის" სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ონლაინ ფორმის შევსებით - ვებგვერდზე, ხოლო ტესტის ჩატარება - მეგალაბში. კლინიკაში პოლისის წარდგენის შემდეგ, დაზღვეული ისარგებლებს ფასდაკლებით. საბოლოო დოკუმენტს კი დაზღვეული ტესტის ჩაბარებიდან მომდევნო 24 საათში მიიღებს", - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები