მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ 2-3 წელში მოახერხეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსენება ფაქტობრივად არაა" - დეპუტატი NATO-ზე

64ad381b23571
BM.GE
11.07.23 15:11
477
"ამ 2-3 წელში მოახერხეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსენება ფაქტობრივად არაა" - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტზე საუბრისას განაცხადა.

„ნატო-ს სამიტზე ცხადია, რომ უკრაინისთვის უკვე ორი პოლიტიკური შედეგი სახეზეა, ნატო- უკრაინის კომისია გადაკეთდა ნატო-უკრაინის საბჭოდ, რომლის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება სახელმწიფოს მეთაურების დონეზე და ასევე, მკაფიოდ ცხადდება, რომ უკრაინა გასაწევრიანებლად მაპ-ს აღარ საჭიროებს.

2020 წლის სექტემბერში სტოლტენბერგი პირდაპირ ამბობდა, რომ ნატო-სთვის საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, დღეს საქართველოს მოქალაქეები იმაზე ვნერვიულობთ, რომ ჩვენ შეიძლება არც გვახსენონ“,- განაცხადა ბუჩუკურმა და წუხილი გამოთქვა, რომ სამიტზე მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, დღეს NATO-ს ვილნიუსის სამიტი დაიწყო. მთავარი განსახილველი საკითხები შვედეთის ალიანსში გაწევრიანება და უკრაინის უსაფრთხოების ახალი გარანტიები იქნება. საქართველოდან NATO-ს სამიტში მონაწილეობას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იღებს.

საქართველო ისე გამოიყურება, თითქოს ცდილობს გავიდეს თამაშიდან - ამერიკელი დიპლომატი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები