მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ თვეში კომენდანტის საათის მოხსნა განიხილება" - ცერცვაძე

60cfafdfdedcf
BM.GE
21.06.21 09:00
3310
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათის მოთხოვნა სავარაუდოდ მიმდინარე თვეში მოიხსნება. 

„მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა მოსახლეობის შეკვეთა და საზოგადოების განწყობა, რომელიც დაიღალა ამდენი შეზღუდვებით, რასაც თან ახლავს ეკონომიკის რეცესია, შემოსავლების შემცირება. ელემენტარულად, ადამიანებს მოენატრათ ნორმალური ცხოვრება, სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მეგობრებთან შეხვედრა, ამიტომაც მცირდება შეზღუდვები. ერთადერთი შეზღუდვა ახლა კომენდანტის საათია და ისიც ხანმოკლე. განიხილება მისი მოხსნაც. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია არსებული სტაბილური მდგომარეობის დინამიკაზე. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ მოგვცა ამის საშუალება. თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას. მე იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს დაღმავალი ტრენდი და ასეთ შემთხვევაში, ის ერთადერთი შეზღუდვაც, რაც არის კომენდანტის საათი, მოიხსნება,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები