მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამას მივაწვებოდი" - როგორი უნდა იყოს პანდემიის დროს საქართველოს მარკეტინგული სტრატეგია?

60bb66e544b9f
BM.GE
05.06.21 16:57
910

ქართველი მარკეტერი, Marketer.ge-ს დამფუძნებელი აკო ახალაია თვლის, რომ „უსაფრთხო ქვეყანა“ და „აღმოაჩინე საქართველოში მსოფლიო“ - ეს არის ის ორი მიმართულება, რასაც კოვიდის რეალობაში საქართველოს მარკეტინგული სტრატეგია უნდა დაეფუძნოს.

#BMGDRIVE-ში საუბრისას მარკეტერი აღნიშნავს, რომ სტრატეგია შეიძლება იყოს, მაგრამ ამ სტრატეგიას აუცილებლად სჭირდება ვაქცინა.

„სწრაფად უნდა ვუთხრათ ყველას, რომ უსაფრთხო ქვეყანა ვართ და ამისთვის ვაქცინა გვჭირდება. სხვა ვარიანტი არ არის. მეორე, რისი ინსპირაციაც ქეთი ბოჭორიშვილი იყო, რაზეც შეიძლება კომუნიკაცია გააკეთო, არის „საქართველოში შეგიძლია აღმოაჩინო მსოფლიო“. ადრე ტურისტის ქცევას თუ გაანალიზებდი, კარგი მოგზაური საქართველოდან გადადიოდა სომხეთში, აზერბაიჯანში. იქ უდაბნოს ნახავდა, იქ ზღვას.

საქართველომ საბოლოო ჯამში შექმნა გარემო, სადაც კაზინოც გაქვს, მთაც, მდინარეც, სვანეთიც გაქვს, ლანდშაფტები, გართობაც გაქვს როგორც ევროპული, ისე აზიური. სწორედ ამას მივაწვებოდი. ის, ვინც გადაწყვეტს მოგზაურობას, იმ ერთ ქვეყანაში წასვლით 3-4 სურვილს დაიკმაყოფილებს. ეს არის ყველაზე კარგი ამბავი, მაგრამ ვაქცინა გვჭირდება“-ამბობს ახალაია.

რაც შეეხება სახელმწიფოს გაცხადებულ პოზიციას, რომ ისინი ვაქცინირებულ ტურისტულ სექტორს მარკეტინგულად დაეხმარებიან, აკო ხალაია ამბობს, რომ ამ მიმართულებით ჯერ სიახლე არ არის, თუმცა სექტორიდან საკმაოდ დიდი ჯგუფი მზად არის ვაქცინაციისთვის და ელოდებიან ვაქცინას.

„როცა ტურიზმი გახდება უსაფრთხო, მერე მაგრად წავალთ. ჩემი აზრით, ადამიანები იმდენად მონატრებული არიან მოგზაურობას, რომ ძალიან დიდი ბუმი მოხდება. ოპტიმისტურად ვუყურებ, რომ საქართველოში ტურიზმი მალე აღდგება. ტურიზმის მოქოქვა კიდევ ყველაფერს აცოცხლებს“-ამბობს მარკეტერი.

 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები