მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამბასადორი ჯგუფმა" კაჭრეთში ღვინის ახალი საწარმო აამოქმედა

6385e2120e796
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.22 09:34
1360
„ამბასადორი ჯგუფმა“ წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ღვინის ახალი საწარმო აამოქმედა, რომელიც სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთთან“ ახლოს მდებარეობს.

როგორც BM.GE-ს კომპანიაში განუმარტეს, „მეღვინეობა ქებურია“ ღვინოს რამდენიმე წელია აწარმოებს, თუმცა ახალ ქარხანაში ყურძენი წელს პირველად ჩაიბარეს.

„2022 წელს პირველად ჩატარდა რთველი, რომლის შედეგად 300 ტონა ყურძენი შეგროვდა და გადამუშავდა. ჩამოისხა 250 000 ბოთლი ღვინო. მომდევნო წელს ამ შედეგის გაორმაგებას ვგეგმავთ.

ამჟამად 10 დასახელების ღვინოს ვაწარმოებთ, რომელთა ნაწილიც კახური ტრადიციული, ნაწილი კი კლასიკური მეთოდით მზადდება“, - აღნიშნავენ კომპანიაში და დასძენენ, რომ საწარმო დღეს 50-მდე ადამიანს ასაქმებს, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივი მაცხოვრებელია.

„მეღვინეობა ქებურიას“ წარმოებული ღვინის რეალიზება ადგილობრივი ბაზრის გარდა ექსპორტზე იგეგმება, რისთვისაც ბაზრების შესწავლა კომპანიაში უკვე დაწყებული აქვთ.

„ჩვენი წარმოებული ღვინო ამჟამად საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი, თუმცა მისი ექსპორტზე გატანა აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იგეგმება. ამ ეტაპზე აქტიურად ვიკვლევთ ბაზრებს და ღვინის ექსპორტისთვის ვემზადებით.

წარმოებული ღვინის 70% ექსპორტზე გავა, ხოლო 30% ქვეყნის შიგნით გაიყიდება“, - ამბობენ „ამბასადორი ჯგუფში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები