მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამბროლაურში 30 სასრიალო ტრასის გაკეთებაა შესაძლებელი" - მერი

6395c4884500d
თათია კაკიაშვილი
12.12.22 10:05
1129

ამბროლაურში დაახლოებით 30 სასრიალო ტრასა შეიძლება გაკეთდეს, - ამის შესახებ BMG-ის ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ განუცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტს დიდი სათხილამურო რესურსი აქვს.

„როგორც სპეციალისტები ამბობენ, აქ მსოფლიო დონის სათხილამურო კურორტის მოწყობა შეიძლება, ზუსტად გეტყვით - დაახლოებით 30 სასრიალო ტრასა შეიძლება გაკეთდეს, ჯამში 40 კმ-მდე, რაც ძალიან მასშტაბურია. მოგეხსენებათ, შეიქმნა კურორტების განვითარების სააგენტო, რომლის გეგმის მიხედვით 10 წლის თავზე უკვე შესაძლებელი იქნება გარკვეული ძვრები. თუ მანამდე სახელმწიფო ინვესტიციას ჩადებს, რადგან მასშტაბური თემაა და კერძო სექტორისთვის ძნელია ამის გაკეთება, ეს ვადა შემცირდება. როგორც მესტიაში გაკეთდა. თანხას რაც შეეხება, ზუსტად დათვლილი არ არის, მაგრამ საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მე როგორც აქ დაბადებული და გაზრდილი ვამბობ, რომ ჩემი თანამუნიციპალიტეტელების ნატვრაა, კვლავ ვიხილოთ ისეთი ამბროლაური, რომელიც ხალხმრავალი იყო და ხალხი ბედნიერად ცხოვრობდა,“ - განაცხადა ზვიად მხეიძემ.



მისივე თქმით, ამბროლაურში სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით ძალიან კარგი პირობებია.

„აშენდა 2 თანამედროვე ტიპის, FIFA-ს სტანდარტების ფეხბურთის სტადიონი. ასევე გვაქვს საკალათბურთო სტადიონი. ფედერაციასთან საფეხბურთო აკადემიაზეც არის საუბარი,“ - განაცხადა ზვიად მხეიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები