მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანტიოლიგარქიული კანონპროექტი უკრაინული ვერსიის კოპირებაა და ქართულ რეალობას მორგებული არ არის"

63486538ad2d0
ალა ისპირიანი
13.10.22 23:35
581
პარლამენტარმა მიხეილ დაუშვილმა "ქართული ოცნების" ანტიოლიგარქიული კანონპროექტი გააკრიტიკა.

მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი რეალურად უკრაინული ვერსიის კოპირებაა და ქართულ რეალობას მორგებული არ არის.

„ცალკე აღებული კარგი კანონის მიღება დეოლიგარქიზაციას ვერ უზრუნველყოფს, რადგან თუ სასამართლო სისტემაში გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად არ მიიღება და სასამართლო სისტემა თუ მზად არაა, რომ გავლენიანი ადამიანი პირობითად პასუხისგებაში მისცეს ან მის წინააღმდეგ რაიმე სახის გადაწყვეტილება გამოიტანოს, ეს კანონი რეალობაში ვერ აღსრულდება. ამიტომ ვფიქრობთ, პირველად აქცენტი დამოუკიდებელი ინსტიტუტების საჭიროებაზე და კანონის უზენაესობაზე უნდა გავაკეთოთ და შემდეგ ვიფიქროთ კონკრეტულ კანონზე, რომელიც დეოლიგარქიზაციაში დაგვეხმარება.

კანონი რომელსაც ოცნება გვთავაზობს არა თუ ქართულ რეალობას არ არის მორგებული, არამედ რეალურად უკრაინული ვერსიის კოპირებაა. ასევე, არ ვიცით უკრაინაში ეს კანონი როგორ მუშაობს და მაინც დავუშვათ, რომ უკრაინაში კარგად მუშაობს, ეს არ ნიშნავს, რომ ქართულ რეალობაშიც კარგად იმუშავებს, რადგან აქ რადიკალურად სხვა მოცემულობაა“, - ამბობს მიხეილ დაუშვილი.

მას, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, შემდეგი სახის კითხვები ებადება: „იცით უკრაინაში ადამიანი, რომელსაც საკუთარი აქტივები ქვეყნის მშპ-ს მესამედზე მეტი აქვს? შეგიძლიათ მითხრათ იგივე ადამიანი, რომელიც ქვეყნის მშპ-ს დაახლოებით 40%-ს პირდაპირი ან არაპირდაპირი მეთოდებით აკონტროლებს? და ასევე იგივე ადამიანი, რომელთან დაკავშირებული პირებიც უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე არიან დანიშნული?

მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ თუ ასეთი უკრაინაში ერთი ადამიანი მაინც არსებობს და ამ ადამიანის მიმართ აღნიშნულ კანონს უმუშავია, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ამ კანონის დაკოპირება ჩვენთანაც შესაძლებელია. მაგრამ მისი თქმით, პრობლემაც ეგაა, რომ ეს კანონპროექტი არა თუ დეოლიგარქიზაციას უზრუნველყოფს, არამედ მას ხელსაც კი ვერ შეუწყობს.

„როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ გიწერია ვინ არის შენთან ოლიგარქი და ერთი ოლიგარქი გყავს და და ეს ბიძინა ივანიშვილია და თან იქ, რომ წერია რომ კრემლთან დაკავშირებული პირია, რაც არ უნდა ეს კანონი აკოპირო და სცადო რომ ვინმე მოატყუო ვერ მოატყუებ. მიზანი თუ თავის მოტყუებაა მაშინ მიიღე და მოიტყუე თავი და თუ მიზანი შესრულებაა მაშინ ამით ვერ შეასრულებ“, - ამბობს იგი.

რა აეკრძალებათ ოლიგარქებს? - "ოცნების" კანონპროექტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები