მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც მოვიქნევთ და ავტორიტარიზმი დასრულდება"

62c297d083da5
თელარა გელანტია
04.07.22 11:32
767
მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორები და მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან და პროტესტის გამოხატვას აგრძელებენ.

როგორც ჟურნალისტებს მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, ავტორიტარიზმის დასრულებას ყოველდღიური ბრძოლა სჭირდება.

„ეს არაა ბრძოლის დასასრული. ესაა ბრძოლის დასაწყისი. ჩვენ თუ ინდივიდუალური ძალისხმევა არ გავწიეთ, არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც მოვიქნევთ და ავტორიტარიზმი დასრულდება. ეს არის ყოველდღიური ბძროლა“, - თქვა მან.

აღსანიშნია, რომ ორშაბათობით მთავრობის სხდომა იმართება, მაგრამ ამ დრომდე უცნობია, შეიკრიბება თუ არა დღეს მინისტრთა კაბინეტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები