მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ ვართ მომხრე, რომ სახელმწიფომ რაღაც სფეროები ასუბსიდიროს" - ბარი "მეობა"

64520cf72a519
თინათინ ნატმელაძე
05.05.23 11:45
1696
"მე არ ვარ მომხრე, რომ სახელმწიფომ რაღაც სფეროები ასუბსიდიროს. არც ბარები და რესტორნები უნდა დაასუბსიდიროს, არც მეღვინეობა და არც კონცერტები", - ამბობს ბარი "მეობას" თანადამფუძნებელი ნიკა მამეიშვილი BM.GE-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ ჩამოყვანილ საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა შეუძლიათ, შესაძლებელია, რომ არსებული ფინანსებით ამ სექტორში უკვე არსებული ობიექტების განვითარებას ხელი შეეწყოს.

"მესმის, რომ როდესაც ცნობილი არტისტები ჩამოდიან, მინიმუმ მეზობელი ქვეყნებიდან მაინც გვესტუმრებიან ამ კონცერტების სანახავად, თუმცა ვფიქრობ, რომ მუსიკალური ბიზნესის განვითარებისთვის ბევრად უკეთესი ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი, მაგალითად გადასახადების კუთხით, ან საერთაშორისო გამოფენებზე ქვეყნის პოზიციონირებით.

ცხადია, რომ ამ სექტორის და სახელმწიფო ერთობლივი მუშაობით უფრო უკეთესი შედეგის მიღება შეგვიძლია, ვიდრე მაშინ, როდესაც ხელისუფლება ცალკე მუშაობს და მუსიკალური ბიზნესი ცალკე. ამ ორ სექტორს შორის მხოლოდ პანდემიის პერიოდში იყო კომუნიკაცია, მას შემდეგ კი ეს ყველაფერი შეწყვეტილია", - აცხადებს ნიკა მამეიშვილი.

ბარი "მეობას" თანადამფუძნებელი აღნიშნავს იმასაც, რომ პანდემიამდელ ცხოვრებაში თბილისის კლუბები და ბარები ტურისტების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.

"უშუალოდ იმ კლუბების სანახავად, რომელიც თბილისში ფუნქციონირებდა, უამრავი ახალგაზრდა ჩამოდიოდა, ეს ყველაფერი დღესაც ფუნქციონირებს, მაგრამ რაღაც ეტაპზე კოვიდის შემდეგ უკანა პლანზე გადაიწია და ტურისტების რაოდენობაც საკმაოდ შემცირებულია. ვფიქრობ, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომ ეს სფერო ისევ ავიდეს იმ სიმაღლეზე, რომელზეც 2020 წლამდე იყო", - განაცხადა ნიკა მამეიშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ რომ წელს "Black Sea Arena"-ს ახალი კამპანიის ფარგლებში 6 კონცერტია დაგეგმილი. კონცერტების სერია შეკვეთილში 5 აგვისტოს ნაილ როჯერსისა და მისი ბენდის კონცერტით გაიხსნება, ხოლო 31 აგვისტოს თბილისში Imagine Dragons–ს გამოსვლით დასრულდება.

საერთაშორისო დონის ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანაზე პრემიერის რამდენიმე თვის წინანდელი ანონსის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. რამდენს იხდის გადასახადის გადამხდელი უკვე დაანონსებულ კონცერტებში, ეს ჯერ გასაჯაროებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები