მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არბიტრაჟის დღეები" - რა შედეგით დასრულდა რიგით მეცხრე ყოველწლიური კონფერენცია

BM.GE
19.10.22 11:12
219
თბილისში "არბიტრაჟის დღეების" რიგით მეცხრე, ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა. დარგის მთავარი პროფესიული ღონისძიების ორგანიზატორი ტრადიციულად საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი, ხოლო მისი ფინანსური მხარდამჭერი და პარტნიორი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა იყო. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, სფეროს წამყვანი პრაქტიკოსები და ექსპერტები საერთაშორისო არბიტრაჟის ახალ განვითარებებზე, საარბიტრაჟო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობაზე და კონკურენციაზე, მრავალსაფეხურიან საარბიტრაჟო დათქმებზე, უზრუნველყოფის ღონისძიებებზე იმსჯელეს. ღონისძიებას 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო არბიტრი, მოსამართლე, იურისტი და აკადემიური სფეროს წარმომადგენელი დაესწრო. 

როგორ ჩაიარა კონფერენციამ, სად არის საქართველო არბიტრაჟის განვითარების მხრივ და რა აბრკოლებს დავების ამ გზით გადაწყვეტის ეფექტიანობას? 

სტუმრები: გიორგი ჩხეიძე - USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი;
ბექა ინჯია - საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები