სპორტ კომპლექს „არენა 1-ში“ საციგურაო სივრცე გაიხსნება.
პროფესიონალ და მოყვარულ სპორტსმენებზე გათვლილი მოედანი 1100 კვ.მ-ზე განთავსდება.
როგორც bm.ge-ს „არენას“ გენერალურმა მენეჯერმა შოთა გოგიტაურმა განუცხადა, მომხმარებელს ყინულის მოედნით სარგებლობა 1 თვის ვადაში უკვე შეეძლება.
მისივე თქმით, პროექტი კომპანიის გენერალურ პარტნიორებთან ერთად, „კოკა კოლასთან“ და სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდების ფონდთან ერთად ხორციელდება.
„ჩვენს გენერალურ პარტნიორებთან ერთად ყინულის მოედანს ვაკეთებთ. ეს იქნება თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საციგურაო მოედანი, რომელიც, როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენებზე იქნება გათვლილი. 1 თვეში მომხმარებელს უკვე ვუმასპინძლებთ, ისინი სივრცით ზამთარ-ზაფხულ ისარგებლებენ“ - ამბობს ის.