მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არის ნიშური პროდუქტები, რომელსაც ჩინეთი ვერ აწარმოებს და შესაძლოა, ის ჩვენთან იყოს კავშირში"

601413a28f018
ლიკა გურაბანიძე
29.01.21 21:35
1281

“საბჭოთა კავშირის პერიოდში ვაწარმოებდით და ყველაფერს ასუბსიდირებდა სახელმწიფო, მაგრამ ის პროდუქცია არავის სჭირდებოდა”, - ამის შესახებ “სავაჭრო სამრეწველო პალატის” გენერალური დირექტორის მოადგილემ მაგდა ბოლოთაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა. როგორც ბოლოთაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყანამ გაიგოს რისი წარმოების პოტენციალი აქვს. მისივე თქმით, გახსნილი ეკონომიკა და ნაკლები სუბსიდირება ნებისმიერი წარმოებისთვის სასარგებლოა.

ბოლოთაშვილმა საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის 113%-ით - $476 მილიონამდე გაზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის შესაძლებლობები, რაც გაჩნდება, ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.

“ჩინეთი ექსპორტის კუთხით საქართველოსთვის 2020 წელს ნომერ პირველი ქვეყანა გახდა. ჩინეთი რთული ბაზარია და კომპანიებს ამ ბაზარზე შესვლა უჭირთ. გრძელვადიან პერსპექტივაში მას ახასიათებს, რომ ყველა პროდუქციის წარმოებას თავადვე იწყებენ. ის შესაძლებლობები, რაც გაჩნდება უნდა გამოვიყენოთ, რადგან ჩინეთი დიდი ბაზარია, თუმცა გრძელვადიანი გეგმების დასახვა ამ მიმართულებით მდგრადი არ იქნება. არის ნიშური პროდუქტები, რომელსაც ჩინეთი ვერ აწარმოებს და შესაძლოა ის ჩვენთან იყოს კავშირში, თუმცა მასიური წარმოებების ჩინეთის ბაზარზე მიბმა სათუოა.” - განმარტა ბოლოთაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები