მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ასტრაზენეკათი" აცრილი 5 მლნ ადამიანიდან ანაფილაქსიური რეაქცია 41-ს ჰქონდა - თამარ გაბუნია

60535cda85348
ინგა მურუსიძე
18.03.21 18:05
1719
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, მსოფლიოში "ასტრაზენეკათი" აცრილი 5 მლნ ადამიანიდან ანაფილაქსიური რეაქცია 41 შემთხვევაში დაფიქსირდა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკათი“ აცრიდან ნახევარ საათში, სავარაუდოდ, ვაქცინაციის მიზეზით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია და კატასტროფის ცენტრს ახალციხიდან თბილისში გადმოჰყავს. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის თანმდევ მოვლენებს შორისაა ანაფილაქსიური რეაქციაც. მსოფლიო მასშტაბით, აცრილი 5 მლნ ადამიანიდან ანაფილაქსიური რეაქცია 41-ს ჰქონდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მომხდარს შეისწავლიან ექსპერტები, თუმცა ვიმეორებ, რომ ეს არის ერთ-ერთი ცნობილი რეაქცია და ამის გამო ვაქცინაცია არცერთ ქვეყანას არ შეუჩერებია. ამის მიუხედავად, დაველოდებით ექსპერტების დასკვნას და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები