მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აუგუსტში" ყოველწლიურად საახალწლოდ გაყიდვები 30%-ით იზრდება - თანადამფუძნებელი

61b5d5c87b2dd
ლიკა გურაბანიძე
13.12.21 09:00
640
“აუგუსტში”, რომელიც ჯამში 8 სახეობის ჯემს აწარმოებს, ყოველწლიურად სხვა პერიოდებთან შედარებით, საახალწლოდ გაყიდვები 30%-ით იზრდება.

როგორც bm.ge-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ქრისტინე მორჩილაძემ განუცხადა, ბიზნესის განვითარების კუთხით, შარშანდელთან შედარებით წელს უფრო მომგებიანი ახალი წლის მოლოდინი აქვთ, რადგან მყიდველები 2020 წელთან შედარებით ახლა თანხებს ნაკლებად დაზოგავენ.

“წელს, ხილი განსაკუთრებით გაძვირებული იყო, ვიდრე შარშან. ბიზნესზე ასევე უარყოფითად მოქმედებს კურსის ცვლილება, რადგან ძირითადად ჩვენი შესაფუთი მასალები თურქეთიდან შემოდის.

ფასები საკმაოდ არასტაბილურია ქილებზეც. ფასი არ გაგვიზრდია, რადგან ეს ფინანსური წნეხი კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო. ასორტიმენტი გავზარდეთ და ნედლეულის გაძვირებით გამოწვეული დანაკარგის კომპენსირება ამით მოვახდინეთ", - აღნიშნა ქრისტინე მორჩილაძემ.

ცნობისთვის, “აუგუსტში” ჯემები ისეთ ქვეყნებში გააქვთ როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩეხეთი ისრაელი და აზერბაიჯანი. ექსპორტზე მოთხოვნა მზარდია, შედეგად ყოველ კვარტალში წარმოებას ზრდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები