მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავერსი" საქართველოში პირველი ნაციონალური GMP სერტიფიკატის მფლობელია

6033e77639c7c
BM.GE
22.02.21 22:15
811
"ავერსი" საქართველოში პირველი ნაციონალური GMP სერტიფიკატის მფლობელია. სერტიფიკატი “ავერსი რაციონალს” 1 თებერვალს გადაეცა, რაც საწარმოს და საქართველოში წარმოებული მედიკამენტების მაღალ ხარისხს ადასტურებს. ფარმაცევტულ კომპანიაში აცხადებენ, რომ “ავერსი რაციონალმა” ჯერ კიდევ 2008 წელს მიიღო ევროპული GMP სერტიფიკატი გერმანული კომპანია tuv sud industie service gmbh-ის მიერ.

ამას გარდა, შარშან “ავერსი რაციონალმა” ევრაზიის ეკონომიკური კავშირის gmp სერტიფიკატიც მოიპოვა, რომელიც საქართველოში ასევე პირველია. ეს ინსპექტირება კი სხვა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სავალდებულო 2022 წლის იანვრიდან გახდება.

“GMP სტანდარტის დანერგვა სასარგებლოა პირველ რიგში მოსახლეობისთვის, შემდგომ ქვეყნისთვის და კომპანიისთვის. ჩვენ 2008 წლიდან ევროპულ GMP სტანდარტზე აუდიტს გავდივართ. წამალი არის ან ხარისხიანი ან უხარისხო მისი საფეხურებად დაყოფა არ შეიძლება. აღიარება და სერტიფიცირება მოსახლეობაში სანდოობას ზრდის და ექსპორტს ამარტივებს. თუმცა აუცილებელია, რომ GMP სტანდარტი ქვეყანამ დანერგოს და არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულმა კომპანიამ, რადგან უცხო ბაზრებზე ჩვენ მიმართ ნდობა უფრო გაიზარდოს.

ქვეყანაში ამ სტანდარტის დანერგვა 2022 წლის იანვრიდან ყველა მწარმოებლისთვის სავალდებულო ხდება, თუმცა წელიწადნახევრის წინ განაცხადი შევიტანეთ, რადგან 2008 წლიდან ამისთვის ვემზადებოდით, რაშიც საკმაო ფულადი რესურსი და ფიზიკური ენერგია დავხარჯეთ", - განაცხადა “საქმიან დილაში” "ავერსი რაციონალის" გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები