მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავტომობილების ფასების პანდემიამდელ ნიშნულთან დაბრუნება მოსალოდნელი არ არის"

63caae0bb3752
გიორგი თოლორდავა
20.01.23 23:45
867
Iberia Business Group-ის დამფუძნებელი, ტარიელ ხეჩიკაშვილი ავტომობილების ფასების პანდემიამდელ ნიშნულთან დაბრუნებას არ პროგნოზირებს. ამის შესახებ მან, „საქმიანი დილის“ ეთერში საავტომობილო ბაზარზე საუბრისას განაცხადა.

„ეჭვი მეპარება, რომ ავტომობილების ფასები ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. ამის წინაპირობა არ არსებობს, რადგან კომპანიებს წარმოება უძვირდებათ, შესაბამისად, პანდემიამდელ ნიშნულთან დაბრუნება გამორიცხულია.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო ისეთი შემთხვევები, როცა ერთ კონკრეტულ მოდელზე ფასი რამდენიმეჯერ იცვლებოდა. დღეს ვფიქრობთ, რომ გაძვირების წინაპირობა აღარ არის და ჩვენ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ფასების შედარებით სტაბილურობას ვპროგნოზირებთ.

ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ავტომობილების ფასები სტაბილურად იყოს და ის აღარ გაიზარდოს“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

IBG ჰოლდინგი საქართველოში ისეთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა: Volkswagen, Audi, Skoda, Kia და Mitsubishi.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები