მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით წილკანში ლოკოკინების გადამმუშავებელი საწარმო გაიხსნა

62a9e7d6da309
BM.GE
15.06.22 19:00
754
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სოფელ წილკანში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა. წილკანში, კომპანია „ტიმეოს“ ლოკოკინების გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომპანია სააგენტოს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით სარგებლობს და პროგრამის ფარგლებში 1.5 მილიონი ლარის ოდენობის სესხი მიიღო.

კომპანია „ტიმეომ“ ლოკოკინების გადამმუშავებელი საწარმოს ასაშენებლად დაახლოებით 7 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. უმაღლესი სტანდარტების ქარხანას, მინიჭებული აქვს უნიკალური საწარმოს კოდი და CE სერთიფიკატი. საწარმოში ამ ეტაპზე 100 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ადგილობრივები.



წილკანში მდებარე ლოკოკინების ახალი საწარმო, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს, ყოველწლიურად 1000 ტონა ლოკოკინას გადაამუშავებს და მიღებულ პროდუქტს მთლიანად ექსპორტზე გაიტანს საფრანგეთში. კომპანია "ტიმეომ" ხელშეკრულება ყველაზე დიდ ფრანგულ კომპანიასთან უკვე გააფორმა, რომლის საფუძველზეც კომპანია „ესკალი“, რომელიც ფრანგულ ბაზარზე მოლუსკების და თევზეულობის მხრივ უპირობო ლიდერია, ქართული საწარმოს მიერ გადამუშავებულ ლოკოკინას მთლიანად შეისყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები