მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალი ავტომობილების გაყიდვა 35%-ით შემცირდა, ერთ-ერთი მიზეზი საბანკო რეგულაციებია"

5fb4f8fdb1c95
სალომე მეცხვარიშვილი
19.11.20 10:15
1473
"ახალი ავტომობილების გაყიდვა 35%-ით არის შემცირებული, რისი მიზეზიც პანდემიასთან ერთად საბანკო რეგულაციებია", - ამის შესახებ “იბერია ბიზნეს ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგორიშვილი bm.ge-ისთან აცხადებს.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 200 ათას ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში ითვალისწინებს, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ავტოინდუსტრიას. დავით გოგორიშვილი აცხადებს, რომ დღეს მომხმარებელს უჭირს პროგნოზების გაკეთება, შესაბამისად, უარს ამბობს ფუფუნების ნივთების შეძენაზე, როგორიც ძვირადღირებული ავტომობილებია.

“2020 წელი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ქართული ეკონომიკისთვის და შესაბამისად, ჩვენი ინდუსტრისთვსიაც, ახალი ავტომობილების ბაზარზე 35%-იანი შემცირება გვაქვს. რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს, რის გამოც შემცირება ფიქსირდება: პირველი ბუნებრივია, ეს არის პანდემიური გარემო; მეორე - მნიშვნელოვანია საბანკო რეგულაციები, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხების მხოლოდ ლარში გაცემას. ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ბაზარზე. ყველაფერთან ერთად მომხმარებელს აქვს გაურკვეველი მოლოდინი, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და ყველა თავს იკავებს ფუფუნების ნივთების შესყიდვისგან”, - აცხადებს დავით გოგორიშვილი.

მისივე თქმით, ფასებს რაც შეეხება, ყველა იმპორტიორი ცდილობს, საკუთარი მარჟების შემცირების ხარჯზე მომხმარებელს ნაკლებად გაუძვიროს, პროდუქცია. “მაგრამ ბუნებრივია, როცა ლარის ასეთი დევალვაციაა ქვეყანაში, ეს ყველაფერი ფასებზეც აისახება, თუმცა, ძირითადი პრობლემა მაინც არის ის, რომ კრედიტზე ხელმისაწვდომობა გართულდა და გაძვირდა”, - აცხადებს დავით გოგორიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები