"ახალი დადგენილებით, კერძო სექტორს დამატებით კადრების დაქირავება მოუწევს" - დამსაქმებელთა ასოციაცია
BM.GE
16.01.23 16:45
• 256
მშენებლობაზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა- მთავრობამ შესაბამისი დადგენილება დაამტკიცა. საქმე ისაა, რომ დადგენილებით შემცირდა სპეციფიკური დარგების ჩამონათვალი , სადაც კვირაში 48 საათიანი სამუშაო გრაფიკი დაშვებულია. დარგების ჩამონათვალის შემცირება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანები 40-საათიან სამუშაო რეჟიმში მოექცევიან და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით მიიღებენ. როგორ აფასებს ცვლილებებს ბიზნესი და რა პოზიცია აქვთ საქართველოს პროფკავშირებში?