მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალი კადრების მოძიება გართულებულია" - “ოკაიდი”

634415b9d8f2e
ლიკა გურაბანიძე
11.10.22 00:00
8847
საფრანგეთიდან იმპორტირებული ბავშვის სამოსის ბრენდის “ოკაიდის” მარკეტინგის მენეჯერი განმარტავს, რომ მაღაზიაში კადრების გადინების პრობლემა დგას.

მისი თქმით, გადინების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მაგალითად კონსულტანტის პოზიციებზე ძირითადად სტუდენტები მუშაობენ, ვისთვისაც სწავლა პრიორიტეტია და მათთვის ის სამუშაო აღწერილობა, რასაც მაღაზიის მენეჯმენტი უყენებს მისაღები არ არის.

“კადრებს დეფიციტის პრობლემა მხოლოდ ჩვენ არა, ზოგადად ბაზარს უდგას. იმ მუშახელის დიდი წილი, ვინც ჩვენს მაღაზიებში მუშაობდა, ან საზღვარგარეთ მიდის, ან სამსახურს ტოვებენ.

ახალი კადრების მოძიებაც გართულებულია და ამ პრობლემის აღმოფხვრაზე, სიტუაციის გაუმჯობესებაზე თავისთავად ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ ყველაზე დიდ გამოწვევად ეს რჩება. ვცდილობთ, მისაღები პირობები შევქმნათ და ისინი მაქსიმალურად მოვიზიდოთ,” - განმარტა გვანცა ნავროზაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები