კომპანია "ახალმა ნათებამ“ შპს „ჯეოფეისთან“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული და თანამედროვე დიზაინით, განახლებული ვებგვერდი - www.newlight.ge წარადგინა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ვებგვერდის განახლებისას გათვალისწინებულია თანამედროვე ელექტრონულ ვაჭრობასთან დაკავშირებული მოთხოვნები და ფუნქციონალი მთლიანად მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე, როგორიცაა მარტივი და სწრაფი საძიებო სისტემა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მოქნილი საგადახდო სისტემა, ონლაინ განვადება, სხვადასხვა წამახალისებელი აქციები და ფასდაკლებები, შეძენილი პროდუქციის მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე სრული მასშტაბით განახლებული ვებგვერდი ერთ სივრცეში აერთიანებს უმაღლესი ხარისხის და თანამედროვე დიზაინის როგორც განათების, ასევე ავეჯისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტი და
მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და მარტივად შეასრულოს სასურველი ოპერაციები.
„საიტზე, მომხმარებელს მუდმივად დახვდება საინტერესო სიაახლები, ფასდაკლებები და შეთავაზებები. რაც შეეხება მიმდინარე ფასდაკლებას, მომხმარებელს ონლაინ შეძენის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს 20 %-იანი ფასდაკლებით სკამების სრულ ასორტიმენტზე, 14 ოქტომბრის ჩათვლით“ - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.
“ახალი ნათება” უკვე 21 წელიწადია ემსახურება ქართველ მომხმარებელს, ითვლის 200-მდე თანამშრომელს და გააჩნია 18 მაღაზია სალონი; მათგან - 12 თბილისში, ხოლო 6 რეგიონებში:
გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.
ვებგვერდის მისამართია www.newlight.ge
ახალი ნათების facebook-გვერდები:
https://www.facebook.com/AkhaliNateba
https://www.facebook.com/Forumbynewlight