ბაზისბანკსა და თოჯინების თეატრების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც ბანკი თეატრის სპონსორი გახდა. მემორანდუმის ხელმოწერა რეაბილიტირებულ, ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრის საზეიმო გახსნაზე შედგა. საღამოზე წარმოდგენილი იყო ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლი „საქართველო“.
„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა თოჯინების თეატრების გაერთიანებასთან თანამშრომლობის დაწყება. ვთვლით, რომ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, განვითარების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს ქართულ კულტურას. კულტურის სფეროს პროექტების მხარდაჭერის არაერთწლიანი წარმატებული გამოცდილება გვაქვს და დარწმუნებული ვართ, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგადაც, ბაზისბანკის ხელშეწყობით, არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება.“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე წელია, ბაზისბანკი, მარჯანიშვილის თეატრის გენერალური სპონსორია.
(რ)