ბაზისბანკი, მომხმარებლებს, სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ მიჰაუსთან ერთად, ექსკლუზიურ საახალწლო შეთავაზებას სთავაზობს.
16 დეკემბრიდან, ბაზისბანკში სამომხმარებლო ან იპოთეკური სესხით სარგებლობისას, მომხმარებელი ჰიპერმარკეტ მიჰაუსისგან საახალწლო საჩუქრებს მიიღებს.
20,000-დან 100,000 ლარამდე სამომხმარებლო სესხის აღების შემთხვევაში, მიჰაუსის 500 ლარიანი ვაუჩერი და 5%-ანი ფასდაკლების ბარათია გათვალისწინებული.
100,000 ლარიდან იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში კი, 1,000 ლარიანი ვაუჩერით და 10%-ანი ფასდაკლების ბარათით დასაჩუქრდება.
16 დეკემბრიდან - 14 იანვრამდე, ბაზისბანკის იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში, ლარში, მომხმარებელს საახალწლო შეთავაზებები ელოდება:
• 10 წლამდე ვადით - ნომინალური 11,75%-დან, ეფექტური 14.28%-დან
• 15 წლამდე ვადით - ნომინალური - 12%-დან, ეფექტური - 14.55%-დან
• 20 წლამდე ვადით - ნომინალური - 12.25 %-დან, ეფექტური - 13.22%-დან
„ჩვენს მომხმარებელს, საახალწლოდ, სპეციალურ შეთავაზებას ვუკეთებთ და სამომხმარებლო ან იპოთეკური სესხით სარგებლობისას, ჰიპერმარკეტ მიჰაუსის ვაუჩერებითა და ფასდაკლების ბარათებით დავასაჩუქრებთ. ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია და ამ პერიოდში ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შეძენა, ბინის ყიდვა, გარემონტება ან საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა განსაკუთრებით აქტუალურია. ჩვენ კი, როგორც ყველაზე სანდო ფინანსური პარტნიორი, სესხებზე ყველაზე მოქნილ და კონკურენტუნარიან პირობებს და უამრავ საახალწლო საჩუქარს ვთავაზობთ", - აცხადებს 'ბაზისბანკის' პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარეხ საჯაია.
ns