მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბერმელი" - თქვენი საიმედო მეგზური ფინანსებში (R)

6336f9745f3ac
BM.GE
30.09.22 18:11
553
"ბერმელი" ერთადერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა და ოპერირების საწყისი ნაბიჯები გადადგა აჭარის რეგიონში. დღეს კი მისი საქმიანობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ საქართველოს. კომპანიის განვითარებაში და ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა, როგორც მსესხებელთა დახმარებით დაგროვილმა კაპიტალმა, ასევე იმ ნდობის ფაქტორმა, რომელიც "ბერმელმა" მოიპოვა მათთან ურთიერთანამშრომლობის პროცესში.

"ბერმელის" ბაზარზე ოპერირების ისტორია 20 წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მთავარ ამოცანებს წარმოადგენდა:

• მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების მიწოდება მოსახლეობისათვის;
• მცირე და საშუალო ბიზნესის ჩამოყალიბება-განვითარების ხელშეწყობა;
• დასაქმების ხელშეწყობა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა თანამშრომლებისათვის.

"ბერმელი" დასახულ ამოცანებს პასუხობს სრული პასუხისმგებლობით, სწორედ ეს უზრუნველყოფს კომპანიის თანმიმდევრულ და სტაბილურ ზრდა-გაძლიერებას.

"ბერმელს" ენდობიან მომხმარებლები, რადგან ის მუდმივად ცდილობს დაიცვას ბალანსი კომერციულ და სოციალურ ამოცანებს შორის. უზურნველყოს მოსახლეობის შესაბამისი მხარდაჭერა და შესთავაზოს მათ ახალი შესაძლებლობები.

კომპანიის ახალი მესიჯბოქსიც „შენი საიმედო მეგზური ფინანსებში“ ეხმაურება მის ასეთ რეპუტაციას და თანაბრად მიემართება ყველა დაინტერესებულ მხარეს - არსებულ თუ მომავალ მომხმარებლებს, ბიზნესებს - ზოგადად ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა გასაძლიერებლად, ახალი მიზნების მისაღწევად ცხოვრების გზაზე.

"ბერმელის" მომხმარებლებმა იციან, რომ მათ ჰყავთ ცხოვრების საიმედო მეგზური, შესაბამისად, თავს გრძნობენ დაცულად ნებისმიერი ფინანსური გამოწვევის თუ სირთულის დასაძლევად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები