მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრი საინტერესო და შორსმიმავალი გეგმა გვაქვს" - "ბილაინის" გენდირექტორი

62a0cb8c13d1d
თამთა ჯიჯავაძე
08.06.22 20:28
2942
„ბევრი საინტერესო და შორსმიმავალი გეგმა გვაქვს. ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ იმას, რისთვისაც მომხმარებელს „ბილაინი“ უყვარს და მას ირჩევს“, - ამის შესახებ „ბილაინის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა ტაბიძემ განაცხადა.

„ეს არის საუკეთესო ციფრული პროდუქტებისა და გადაწყვეტის მიწოდება, 4G ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობა და გავრცელება, მომხმარებელზე ორიენტირებულობა და სიმარტივე. ჩვენს გამოცდილ გუნდთან ერთად გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ქსელის გაძლიერებასა და მოდერნიზაციაზე და ციფრული ეკოსისტემის კიდევ უფრო განვითარებაზე“, - თქვა „ბილაინის“ გენერალურმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ Veon-მა („ბილაინი“) საქართველოში ბიზნესის გაყიდვის შესახებ განაცხადა. კომპანია „სიბიეს ჯგუფმა“ იყიდა. როგორც "სიბიეს ჯგუფში" აცხადებენ, მათი მიზანია ძლიერი, ქართული, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომპანიის შექმნა.

"ორგანიზაციის პრიორიტეტი კვლავ იქნება ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვა, რომლებიც რეალურად დაეხმარება ადამიანებს ყოველდღიური საჭიროებების გადაწყვეტასა და დასახული მიზნების სწრაფად და ეფექტურად მიღწევაში“, - განაცხადეს „სიბიეს ჯგუფში“. 

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ "ბილაინის" მფლობელის ცვლილებას მხარი მაისის დასაწყიში დაუჭირა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია გახდა, რომელმაც წილის ნასყიდობის თაობაზე კომისიას 4 აპრილს მიმართა.

კომუნიკაციების კომისიის თანახმად, წილის გასხვისებამდე "ბილაინი" ეკუთვნოდა VEON Georgia Holding B.V.-ის, რომელიც თავის მხრივ ფლობს ორ კომპანია WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის და Investico Alliance LTD-ის. თავად ეს კომპანიები კი უშუალოდ "ვიონი საქართველოს" ფლობენ, კერძოდ, WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის "ვიონი საქართველოს - 71%, Investico Alliance LTD-ის კი "ვიონი საქართველოს" 29%-იანი წილი ეკუთვნის. ჯამში, ეს ორივე ფირმა "ვიონი საქართველოს" 100%-იან წილს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები