მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბილაინის" მხარდაჭერით საქართველოში NASA Space Apps Challenge 2022 ჩატარდა

63402319d3971
BM.GE
07.10.22 16:59
470
Beeline მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ჰაკათონის – NASA Space Apps Challenge -ის ადგილობრივი კონკურსის ტრადიციული მხარდამჭერია. 2022 წლის ჰაკათომა 100 მონაწილე და 19 ინოვაციური იდეა გააერთიანა.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, პლანეტის ყველაზე მასშტაბური ჰაკათონის ქართული გამოშვება 2 ოქტომბერს დასრულდა და ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) უმასპინძლა.

ორდღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გუნდებმა საკუთარი იდეები და პროექტების პროტოტიპები ჟიურის წინაშე წარადგინეს. პირველი ადგილი გუნდმა TON 618-მ დაიკავა და მიიღო 5000 ლარი და შესაძლებლობა, რომ პროექტი NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ კონკურსზე წარადგინოს.

გამარჯვებული პროექტი NASA-ს მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მოძიების პროცესს აადვილებს. აპლიკაცია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს იმისთვის, რომ მეცნიერებმა, მკვლევრებმა, სტუდენტებმა და ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა მონაცემთა დიდ ბაზაში კონკრეტულ ინფორმაციას უფრო სწრაფად და მარტივად მიაკვლიონ.
მეორე ადგილი ერგო გუნდ IGN-ს, რომელმაც ნასას უპრეცედენტო პროექტის, პარკერის მზის ზონდის მოგზაურობა დედამიწიდან მზისკენ მოგვითხრო ახალგაზრდა აუდიტორიისთვის ყველაზე გასაგები ფორმით - კომიქსით.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ედისონის სპეციალური პრიზები კი ერგოთ გუნდებს Space T-Rex და How Dare You. NASA Space Apps ყოველწლური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლმებს შეზღუდულ დროში (48 საათში) ინოვაციური გადაწყვეტა უპოვონ.

საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ჰაკათონის განმავლობაში დასწრებოდნენ ვორკშოპებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მონაცემთა მეცნიერება, პროტოტიპირება, UI/UX დიზაინი, მონაცემთა ვიზუალიზაცია, სთორითელინგი, ასტროფოტოგრაფია.

უშუალოდ NASA-ს მონაცემების გარდა, მონაწილეები ჰაკათონზე იყენებენ მონაცემებს ავსტრალიის, კანადის, ბრაზილიის, ევროპის, იაპონიის, არგენტინის, მექსიკის, ინდოეთის, ბაჰრეინის, პარაგვაისა და სამხრეთ აფრიკის კოსმოსური კვლევების ცენტრებიდან.

NASA Space Apps Challenge Tbilisi & Kutaisi 2022 სტარტაპ ბიუროსა ორგანიზებით ჩატარდა. ჰაკათონს უმასპინძლეს საქართველოს ტექნოპარკმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა.

ციფრული სტრატეგიის და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბილაინი აგრძელებს საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციების განვითარების მხარდაჭერას. კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას და მათ მოტივაციას.


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები