მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბილაინს" დღეიდან "სელფი" ეწოდება - კომპანიამ ახალი ტარიფები წარადგინა

642d229aebbfe
BM.GE
05.04.23 11:37
13757
სტატიაში საუბარია:
"ბილაინმა" დღეს რებრენდინგის შესახებ განაცხადა - კომპანია "სელფის" სახელით გააგრძელებს ოპერირებას. მობილური ოპერატორი დღეისთვის 1.3 მილიონ აბონენტს ემსახურება. 

"ბრენდის გაჩენა განაპირობა კომპანიის სურვილმა მიგვეცა მომხმარებლისთვის წვდომა ყველა იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და უმარტივებს ყოველდღიურობას. შეიძლება ითქვას, რომ სელფის მეშვეობით მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის ყველა ფუნქციას სრულად იყენებს, რადგან სელფი აბონენტს ყველაფერს რაც მას სჭირდება, ერთდროულად სთავაზობს: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა თუ მუშაობისთვის საჭირო გადაწყვეტებს,"- განაცხადა სელფი მობაილის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ბერიშვილმა. 

მობილურმა ოპერატორმა ახალი ტარიფების ნაწილიც წარადგინა. 



მომხმარებლები ჩვეულებრივ შეძლებენ სარგებლობას მიმდინარე ტარიფებითა და პაკეტებით, რომლებიც უკვე ჩართული აქვთ და ავტომატური განახლებაც ძალაში რჩება.

სხვა პროდუქტებისა და მომსახურების სანახავად ეწვიეთ: cellfie.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები