მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბინადარი": ბინებს მხოლოდ გაკოტრების პირას მყოფი კომპანიები გააიაფებენ

600081504a7c3
ანუკა ჯოხაძე
15.01.21 10:10
1259
Cushman & Wakefield Georgia-ს გათვლებით, 2021 წლის პირველ ნახევარში ბინები გაიაფდება. კვლევაში აღნიშნულია, რომ ფასების შემცირება დეველოპერების დემოტივაციას გამოიწვევს და ისინი მიიღებენ დაგეგმილი ან მიმდინარე პროექტების შეჩერების გადაწყვეტილებას.

კომპანია “ბინადარის” კომერციული დირექტორი თეო გოგობერიშვილი ამბობს, მათ შემთხვევაში კომპანიას უბრალოდ აღარ აქვს რესურსი, რომ ბინებზე ფასები შეამციროს. მისი თქმით, ბინებზე ფასებს მხოლოდ ის კომპანიები შეამცირებენ, რომლებიც გაკოტრებიც წინაშე აღმოჩნდებიან.

“ბინების გაიაფება მოხდება მხოლოდ იმ კომპანიებში, რომლებიც იძულებული იქნებიან თავი გადაირჩინონ გაკოტრებისაგან – ვინაიდან არ გაიაფებულა არც მიწის ნაკვეთი, არც მუშახელი, სამშენებლო მასალების ღირებულება გაზრდილია 20-25%-ით და გაყიდვები კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში 2019 წელთან შედარებით 40%-მდე შემცირდა. “ბინადარი” ვერ დაუშვებს, რომ 2021 წელს ბინების ფასმა დაიკლოს. პირიქით, კომპანიამ შეძლო მაქსიმალურად შეენარჩუნებინა არსებული ფასები და არ გაგვიძვირებია ბინები პანდემიის პერიოდშიც კი. პანდემია რომ დაიწყო, ჩვენ სამომავლო პროექტები გვქონდა 2020-2021 წლებისთვის დაგეგმილი, რომელიც მაშინვე შევაჩერეთ და ორიენტირება მოვახდინეთ არსებულ პროექტებზე, რომ არ შეფერხებულიყო მოსახლეობისთვის მათი ჩაბარება დათქმულ ვადებში”-აცხადებს კომპანია “ბინადარის” კომერციული დირექტორი თეო გოგობერიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები