ბიზნესსაც და სახელმწიფო მოხელეებსაც მეტი პატიოსნებსა და საქმის ჯეროვნად შესრულებისკენ მოვუწოდებ, - ასე უპასუხა შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ bm.ge-ს შესაბამის კითხვას.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად დასარეგულირებელია ექსპერტიზის საკითხი უკვე განხორციელებული პროექტის შემთხვევაში. ანუ, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას შეუძლია ნებისმიერი ექსპერტის მიერ დადებული დასკვნა წარუდგინოს სახელმწიფოს, უნდა რეგულირდებოდეს თუ არა ეს საკითხი.
„თუ შეფასებას გავაკეთებთ, უფრო მივდივართ კეთილსინდისიერებამდე და სამუშაოს ჯეროვნად შესრულებაზე ყველა ჩვენგანის, ვიდრე იმაზე, რეგულაცია შევცვალოთ თუ არა. რეგულაცია ნამდვილად სწორია, უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ წარმოადგინოს მიმწოდებელმა საექსპერტო დასკვნა და რაც შეეხება მიმწოდებლის მიერ საექსპერტო დასკვნის წარმოდგენას, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია რაიმე ეჭვს შეიტანს, მასაც აქვს უფლება ალტერნატიული საექსპერტო დასკვნა დადოს, იმის საწინააღმდეგოდ ან საპირწონედ, რაც უკვე წარმოდგენილი იქნება.
ვურჩევდი ბიზნესსაც და ყველა სახელმწიფო მოხელესაც, მეტი პატიოსნებისკენ, მეტად ქვეყნის სიყვარულისკენ და საქმის ჯეროვნად შესრულებისკენ, რეგულაციები ამის საშუალებას აძლევს ყველას“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.