მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოლო 10 წელში თიბისის მიერ ენერგეტიკის დაკრედიტება ₾2 მილიარდს აჭარბებს“

620a72179003c
თელარა გელანტია
15.02.22 09:00
840
ბოლო 10 წლის განმავლობაში თიბისის მიერ ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული ინვესტიცია 2 მლრდ ლარს აჭარბებს.

ამის შესახებ თიბისის სტრატეგიული კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ვასილ მაისურაძემ განაცხადა.

ინტერვიუ Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა გიორგი ისაკაძემ პროექტ „ერთი ბიზნესის კონცეპტის ფარგლებში“ ჩაწერა და მის კითხვებს ვასილ მაისურაძე და GIG-ის ფინანსური დირექტორი გიორგი ემირიძე პასუხობდნენ.



„GIG ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, TBC და GIG ერთად ვიზრდებით“, - თქვა ვასილ მაისურაძემ და აღნიშნა, რომ ბოლო 10-15 წელია „თიბისის ბანკი“ ენერგეტიკის ინვესტირებას აქტიურად ახორციელებს და ამ მიმართულებით GIG-სთან წარმატებული თანამშრომლობა აქვთ.

„GIG-ის ძალიანი დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი აქვს, თუმცა როგორც ჩვენთვის, ისე GIG-სთვის ენერგეტიკა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. თიბისი მაქსიმალურად ცდილობს, გვერდში დაუდგეს კომპანიებს, რომლებიც ენერგეტიკის სექტორში ახორციელებენ ინვესტიციებს.

იცით, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე გენერაციის ობიექტების მშენებლობას და დამატებას ვასწრებთ. შესაბამისად, სექტორი, სადაც დიდი მოთხოვნაა, ინვესტორებისთვისაც საინტერესოა და ახალი პროექტების წამოწყება ხდება. თიბისი ცდილობს, ინვესტორებს გვერდში დაუდგეს. საბოლოო ჯამში, ყველას მოტივაცია ის არის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ქვეყნის დამოკიდებულება სხვა ქვეყნებზე ანუ გაიზარდოს ენერგოდამოუკიდებლობა და ამისთვის მნიშვნელოვანია გენერაციის ყველა მიმართულება განვავითარით - ეს იქნება ჰიდრო, მზე თუ ქარი.

შემიძლია, თამამად გითხრა, რომ 10-15 წელია თიბისის ბანკი ენერგეტიკაში ინვესტირების პროცესში აქტიურად არის ჩართული. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მიერ ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული ინვესტიცია 2 მლრდ ლარზე მეტია; თიბისის მიერ მთლიანად ენერგეტიკის ბაზრის 60% არის დაკრედიტებული“, - განაცხადა თიბისის სტრატეგიული კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები