მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბორჯომის" ქარხანა ერთდღიან მორატორიუმს ითხოვს - რა შედეგით დასრულდა შეხვედრა გაფიცულებთან?

60a4046e14278
თამთა ჯიჯავაძე
18.05.21 22:12
932
„ბორჯომის“ ქარხნის მენეჯმენტის, თანამშრომლებისა და პროფკავშირების წარმომადგენელთა შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას ესწრებოდა ბორჯომის მერიც. როგორც შეხვედრის შემდეგ ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირების წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, კომპანია ერთდღიან მორატორიუმს ითხოვს.

„ხვალ გაიმართება შეხვედრა და იქნება გარკვეული სახის შეთავაზებები, თუმცა, ითხოვენ რომ ხელი არ შევუშალოთ ქარხნის ფუნქციონირებას. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აქვთ მზაობა, თუმცა, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ცენტრალურ ოფისთან შეთანხმებით, რომელიც უკრაინასა და რუსეთშია“, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

ცნობისთვის, დღეს ბორჯომის N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნების 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა. გაფიცულები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დღესვე კომპანია “IDS ბორჯომი საქართველომ” თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქარხნები გაჩერებული არ არის, როგორც ეს პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, თუმცა, მათი ფუნქციონირება შეფერხებულია.

“IDS ბორჯომი საქართველო” აღნიშნავს, რომ პანდემიის დროს თანამშრომლების 100% შეინარჩუნეს და სახელფასო ფონდი 10%–ით გაზარდეს. ამასთან, ისინი დღესაც მზად არიან, გადახედონ ანაზღაურებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები