მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"CBS ჰოლდინგი" ნიკო კვარაცხელიას დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

61435a96723a2
BM.GE
16.09.21 19:00
5634
კომპანია „სიბიეს გრუპი“ უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს, ცნობილი ანტერპრენერის, სოციალური პლატფორმის „Feedc” –ის და ონლაინ სწავლების პირველი სრულყოფილი ქართული პლატფორმის “FEEDC EDU” -ს ავტორის ნიკოლოზ კვარაცხელიას გარდაცვალების გამო.

"ნიკოლოზ კვარაცხელია, მიუხედავად იმისა რომ 22 წლის იყო, ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ ბიზნეს წრეებში, უდიდესი რეპუტაციით და წარმატებით სარგებლობდა. ის გახლდათ ცნობილი ევროპული ბიზნეს სკოლის SKEMA Business School – ის გამორჩეული სტუდენტი და თავის საქმის პროფესიონალი.

ნიკოლოზ კვარაცხელია ქართველმა მომხმარებელმა გაიცნო, მისი ავტორობით შექმნილი პროექტის - FEEDC -ის საშუალებით. იგი მალევე მოხვდა Forbes-ის, წარმატებული ახალგაზრდებისთვის შექმნილ პროექტში - Forbes Under 30 - ში.

ნიკოლოზ კვარაცხელია იყო ჩვენი ბიზნეს ჯგუფის აღმოჩენა. მისი ბრწყინვალე გონება, ჰოლდინგში ხელმძღვანელობდა დეპარტამენტს ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელმაც სული ჩაუდგა, რამდენიმე მსხვილ პროექტსა და სტარტაპს. ნიკოლოზ კვარაცხელია პერიოდულად ატარებდა ვორქშოპებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ხვდებოდა სტუდენტებს, იყო მაგალითი და სტიმული უამრავლი ახალგაზრდასთვის, რომელთა შორის გამორჩეულებს - აძლევდა კომპანიაში დააქმების საშუალებას.

ეს არის უდიდესი დანაკარგი ყოველი ჩვენგანისთვის!

გარდაიცვალა გამორჩეულად თბილი, კეთილი, ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდა, რომელსაც მრავალი წამოწყება, ქვეყნისთვის სასიკეთო ბევრი იდეა და პროექტი დარჩა განუხორციელებელი!

გარდაიცვალა ადამიანი, რომელსაც წინ უდიდესი მომავალი ჰქონდა!

კომპანია „CBS Group“ - შეძრწუნებულია მომხდარით და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი მეგობრის და კოლეგის- ნიკოლოზ კვარაცხელიას გარდაცვალების გამო. ბიზნეს ჰოლდინგი თანაგრძნობას უცხადებს ნიკოს ოჯახს,"- ნათქვამია ჰოლდინგის განცხადებაში. 

შემთხვევა ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ნიკოლოზ კვარაცხელიასა და უცნობს შორის მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას bm.ge-ს მკითხველი უკვე იცნობს, ის Forbes-ის 30 წლამდელთა სიაში მოხვდა. ნიკო კვარაცხელიამ საქართველოში ონლაინ-პლატფორმა Feedc შექმნა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ინფორმაციას, შესაძლებელია არხების ყურება, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და ა.შ.

ცნობისთვის, უშუალოდ Feedc-ი უკვე 250 000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს. Alexa.com-ის მონაცემებით, ის ვებზე ე.წ „ტრაფიკის“ მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ყველა საიტთან (მათ შორის Facebook, Google) მიმართებაში, მე-20 ადგილზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები