მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჭკვიანი სახელმწიფოები მზადყოფნაში არიან" - ანი ქავთარაძე კოვიდ-პაციენტების რაოდენობის ზრდაზე

62c49670bad78
ალა ისპირიანი
07.07.22 00:40
792
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის ანი ქავთარაძის განცხადებით, კლინიკებში კოვიდ-პაციენტებისთვის რაოდენობა გაიზარდა. როგორც მან „საქმის კურსში“ თქვა, კლინიკებს, რომლებიც კოვიდ-პაციენტებს იღებენ, საწოლების დამატება უწევთ.

„თუ რომელიმე კლინიკას კოვიდ-პაციენტებისთვის 15 საწოლი ჰქონდა დატოვებული, დღეს უკვე 30 პაციენტი ჰყავთ და უწევთ საწოლების დამატება. ვფიქრობ, გამოცდილებას გაიზიარებენ და კლინიკების მხრიდან მზადყოფნა იქნება. დღევანდელი მაჩვენებლების მიხედვით, პრობლემა არ შეიქმნება, მაგრამ პრევენცია და გარკვეული ზომების მიღება წინასწარ სჯობს, მათ შორის ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნის თვალსაზრისით, ვიდრე მაშინ, როცა უკვე პიკური მაჩვენებელი გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ქვეყნის მასშტაბით ამ მხრივ მძიმე გამოცდილება გვაქვს", - აცხადებს ანი ქავთარაძე.

რაც შეეხება კოვიდ-სასტუმროების აღდგენას, ის ფიქრობს, რომ ეს საჭირო არ იქნება.

"კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით ამის საჭიროება არ უნდა იყოს. თუმცა ჭკვიანი სახელმწიფოები ყოველთვის მზადყოფნაში არიან. ჩვენ არ მგონია ამის საჭიროება დაგვიდგეს. ვფიქრობ, რომ თუ ჰოსპიტალური სექტორი კარგად მოემზადება, ყველა ცუდი სცენარისთვისაც კი ამის საჭიროება არ დადგება. ამის საჭიროება არ დადგებოდა ადრეც ადეკვატურად რომ მოვმზადებულიყავით", - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში covid-19-ის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები