მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჭორაობას ვერ დავიწყებ" - გამყრელიძე "მწვანე პასპორტის" გაუქმების მომხრეა თუ არა?

61f90f0fa74ff
ინგა მურუსიძე
01.02.22 14:58
950
"ჭორაობას ვერ დავიწყებ" - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჟურნალისტების მიერ არაერთი რაკურსით დასმულ კითხვას - ეთანხმება თუ არა მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ქვეყანაში „მწვანე პასპორტის“ რეგულაცია გაუქმდა. 

„მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში იყო საუბარი თერმოსკრინინგის გაუქმებაზეც, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიგვაჩნია, რომ ეს არის დღეს დისციპლინის და წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელიც მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლაში. მიუხედვად იმისა, რომ ვაცნობიერებ, „მწვანე პასპორტი“ დიდ როლს აღარ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს გვქონდა ჩვენი პოზიცია, რომელიც დავაფიქსირეთ საბჭოზე. არ აქვს მნიშვნელობა, ვეთანხმებოდი თუ არა ამ გადაწყვეტილებას. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის პრინციპით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვას - ეთანხმებოდა თუ არა ის, "მწვანე პასპორტის“ რეგულაციის გაუქმებას, გამყრელიძემ ასე უპასუხა: „ჭორაობას ვერ დავიწყებ. სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ თავს“.

რაც შეეხება დამაზუსტებელ კითხვას, წაახალისებს თუ არა ეს გადაწყვეტილება ანტივაქსერებს, NCDC-ს დირექტორი განმარტავს, რომ ვაქცინაცია არის მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლაში.

„იქნება თუ არა "მწვანე პასპორტი" დაშვებული, წადით და აიცერით. კი ბატონო, გადაწყდა და სავალდებულო არ იქნება „მწვანე პასპორტი“, მაგრამ ჩემო გადმოსახდედიდან, რეკომენდებულია მთელი რიგი ბიზნესებისთვის, რომ მათი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2021 1-ელი დეკემბრიდან, როცა "მწვანე პასპორტის" მექანიზმი ამოქმედდა და გადაწყდა, რომ  კოვიდ-გადატანილებს ეს მექანიზმი უვადოდ მიენიჭებოდათ; ამირან გამყრელიძე მაშინ ამბობდა, რომ ეს მისაღები არ იყო. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები