მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნის დასავლურ კურსს" - საადვოკატო ბიურო OK&CG-ის განცხადება

6406c91381ef9
BM.GE
07.03.23 09:19
604
საადვოკატო ბიურო OK&CG „აგენტების შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ ევროატლანტიკური სივრცე არის საქართველოს განვითარების ერთადერთი გზა.

"OK&CG მიიჩნევს, რომ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, ქვეყანაში დამკვიდრდეს დემოკრატია, ეკონომიკური თავისუფლება და შექმნას ძლიერი, ევროპული, სამართლიანი სახელმწიფო, სადაც ეჭვქვეშ არ დადგება არცერთი მოქალაქის უფლებები. ზემოაღნიშნული კანონპროექტი კი ეჭვქვეშ გარკვეულ საკითხებს და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. გარდა ამისა, არასაკმარისად და არარელევანტურად მიგვაჩნია კანონპროექტის მთავარ მიზნად დასახელებული „გამჭვირვალობის გაძლიერება“ - აღნიშნული „არგუმენტი“ შეიცავს დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციებით დაფინანსებული არასამთავრობო თუ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევის, მათი სამუშაო პროცესის შეზღუდვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების შეფერხების რისკებს.

ევროატლანტიკური სივრცე არის საქართველოს განვითარების ერთადერთი გზა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნის დასავლურ კურსს. აღნიშნული კანონპროექტი კი არ შეესაბამება ევროატლანტიკური ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პრინციპებს, რაც სამომავლოდ, მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს", - წერია საადვოკატო ბიუროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები