მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინტერესია, რომ ქვეყანა არამხოლოდ ენერგო და ტრანსპორტის ჰაბადაც გარდავქმნათ" - პრემიერი

63aad92a46b20
BM.GE
27.12.22 15:37
539
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინტერესია, რომ ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ ეტაპობრივად არამხოლოდ ენერგოჰაბად და ტრანსპორტის ჰაბად ასევე, დიდი პოტენციალი არსებობს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორის და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს შეუძლია თავისი პოტენციალით გახდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული ჰაბი.

„ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინტერესია, რომ ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ ეტაპობრივად არამხოლოდ ენერგოჰაბად და ტრანსპორტის ჰაბად ასევე, დიდი პოტენციალი არსებობს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორის და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების მიმართულებით, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, საქართველოს შეუძლია თავისი პოტენციალით რომ გახდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორი და ციფრული ჰაბი.

ასევე გეტყვით, რომ წელს დასრულდა ჩვენი მრჩევლების - Rothschild-ის მიერ შემუშავებული სტრატეგია, რომლის მიზანიც არის, საქართველო გარდაიქმნას რეგიონალურ ფინანსურ ჰაბად. ჩვენ მომავალ წელს უკვე დავიწყებთ ამ სტრატეგიის, გეგმის განხორციელებას, იმპლემენტაციას და შედეგებს მოგვიანებით მოგახსენებთ.

ქუთაისის პარლამენტთან დაკავშირებით გვაქვს იდეა რომ, ეს შენობა, მისი უნიკალური მდებარეობა არ იყოს უფუნქციოდ დარჩენილი, ვამუშავებთ იდეას და კონცეფციას, რომ აქ განვითარდეს IT მიმართულება, შეიქმნას IT, ე.წ. ტექნოლოგიური ჰაბი ამ შენობაში, მოვიზიდოთ ახალგაზრდები, ნიჭიერი თაობა, რომელიც დასაქმდება, და კიდევ უფრო მოახდენენ საკუთარი უნარების რეალიზებას.

ასევე ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის, ამ მიზნით მე ვიმყოფებოდი ემირატებში, კატარში, ახლა საუდის არაბეთში, საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა და უნიკალური შესაძლებლობები, პოტენციალი რომ ძალიან საინტერესო ინვესტიციები მოვიზიდოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები