მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი მიზანია, 2030 წლისთვის გენერაციის 20% იყოს ქარის ენერგია, დაახლოებით, 5% - მზის ენერგია"

6086f2d4cf410
სალომე მეცხვარიშვილი
28.04.21 11:10
419
ჩვენი მიზანია, 2030 წლისთვის საქართველოს გენერაციის 20% შეადგენდეს ქარის ენერგიას, დაახლოებით 5% კი მზის ენერგიას,- საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაციის ეს გეგმა “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს” და მის ხელმძღვანელს აქვს.

გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, უახლოეს სამ წელში სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული სააქციო საზოგადოება აპირებს, მათ მიერ განხორციელებული პროექტების სიმძლავრე 3-ჯერ, 500 მეგავატამდე გაზარდოს. მთლიანობაში საუბარი 800 მილიონი დოლარის ინვესტიციაზეა, აქცენტი კი, ძირითადად ქარისა და მზის ენერგიაზე მომუშავე პროექტებზე კეთდება.

“ჩვენი მთავარი მიზანია, განახლებადი ენერგიის ათვისება მოხდეს ოპტიმალურად, ეკონომიურად და გენერაცია იყოს დივერსიფიცირებული”,- აცხადებს გიორგი ჩიქოვანი. მისივე ინფორმაციით, ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების სიმძლავრე ამ დრომდე 140 მეგავატს შეადგენს.

მისივე თქმით, მომავალი 3 წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტები ძირითადად ქარისა და მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურების შექნას ეხება, თუმცა, არის რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის პროექტიც. გიორგი ჩიქოვანი ამბობს, რომ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით პროექტების დიდი ნაწილი დაპაუზებულია, საუბარია, 20-მდე მცირე და საშუალო ჰესზე, რომელიც გაჩერებულია.

"ამ კუთხით ბევრი გამოწვევაა. ჰესებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, საზოგადოებას არ აქვს ყველა კითხვაზე პასუხი და მეტი კომუნიკაციაა საჭირო. მეტი ინფორმაციის მიტანაა საჭირო, მოსახლეობის დარწმუნება, თუ რატომ სჭირდება საქართველოს ეს ჰესები; მშენებლობების უმეტესობა არის გაჩერებული, თუმცა იმედი გვაქვს, მალე მოხდება გარდატეხა. მომავალ წელს ვაპირებთ, დასრულდეს რამდენიმე ჰესზე მუშაობა”, - აცხადებს გიორგი ჩიქოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები