მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი მიზანია ვაწარმოოთ ხარისხი და არა რაოდენობა“ - "შუხმან ვაინსის" მორიგი საერთაშორისო წარმატება

60d9e7660fec8
თამთა ჯიჯავაძე
28.06.21 20:30
635
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანია ff.k Public Relations-ის ორგანიზებით, ღვინის სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა გერმანულმა მედიაჰოლდინგმა Meininger-მა საუკეთესო ქართული ღვინოების შესარჩევად კონკურსი-დეგუსტაცია გამართა.

კონკურსში ქართული ღვინის მწარმოებელი 83 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული საფერავის 152 ღვინო მონაწილეობდა, საიდანაც 55 საუკეთესო შეირჩა, მათგან კი 100-ქულიანი შეფასების სისტემით უმაღლესი ქულა – 93 – მხოლოდ ოთხმა ღვინომ მიიღო, ერთ-ერთი სწორედ შუხმანის საიუბილეო ღვინოა (Schuchmann Jubilee wine).

ამის შესახებ bm.ge-ს ინფორმაცია "შუხნამ ვაინსმა" მიაწოდა. კომპანიის ცნობით, 92 ქულა კონკურსზე რვა ღვინომ მიიღო, სადაც ვინოტერას საფერავიც (Vinoterra Saperavi) იკავებს ადგილს.

შერჩეულ ღვინოებზე სტატია უკვე დაიბეჭდა Meininger-ის ჟურნალის, Weinwirtschaft-ის ივნისის ნომერში. მედიაჰოლდინგის კიდევ ერთ ჟურნალში – Sommelier-ში სტატია სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდება.

კონკურსი-დეგუსტაცია გერმანიის ქალაქ ნოიშტადტში გაიმართა. მისი მიზანი საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა და გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაცია იყო.

საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში ღვინის ექსპერტები და WSET სერტიფიკატის მფლობელი სომელიეები, სულ 20 წევრი შედიოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულმა მეღვინეობამ მოიპოვოს სატიტულო ადგილები საერთაშორისო არენაზე და დაიმკვიდროს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ამავდროულად ხარისხიანი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის სტატუსი. “შუხმან ვაინს ჯორჯიას” მიზანიც სწორედ ეს გახლავთ, რომ ვაწარმოოთ ხარისხი და არა რაოდენობა“, – განუცხადა Forbes Georgia-ს „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები