მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენთან მომსახურება 30%-ით გაძვირდა, ძალიან რთულ რეალობაში ვართ" - ბავშვთა გასართობი ცენტრი

61e150e9cdf27
ლიკა გურაბანიძე
16.01.22 16:07
948
“შემცირებულმა მოთხოვნამ და მიმდინარე დასაფარმა ხარჯებმა კომპანიის მომსახურების სერვისზე ფასების 30%-ით ზრდა გამოიწვია” - ამის შესახებ “საქმიან დილას” “ქენდი ლენდის” დამფუძნებელმა გიორგი ხარებაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ 2019 წელს თვეში 100 ღონისძიება იმართებოდა, დღეს 35 იმართება, რაც ბიზნესის ვალდებულებების დაფარვისთვის არასაკმარისია.

“იმისათვის, რომ მიმდინარე ხარჯები დავფაროთ, თვეში მინიმუმ 60 ღონისძიება უნდა გაიმართოს. 2019 წელს მოთხოვნა ძალიან დიდი იყო და ღონისძიებებზე შეთავაზება თითქმის ყველა საბავშვო გასართობ ცენტრს ჰქონდა. ახლა ძალიან რთულ რეალობაში ვართ.

ბაზარს თითქმის ორი წლის შემდეგ დავუბრუნდით. დღეს კომუნალური გადასახადები, პროდუქციის ფასები – ყველაფერი მომატებულია და ჩვენც პაკეტების და მისი ფასების ცვლა მუდმივად გვიწევს. თუ მაგალითად დღეს 15–ბავშვიანი პაკეტი დაახლოებით 300 ლარი ღირს, შესაძლოა ამ თანხამ შემდეგ თვეებში მინუსში გამიყვანოს”  - განმარტა ხარებაშვილმა.

bm.ge -ს ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციაში განუცხადეს, რომ საქართველოს მასშტაბით, 2022 წლის მონაცემით, 180-დან მხოლოდ 40 ბავშვთა გასართობი ცენტრი დარჩა, ხოლო დახურვა კიდევ რამდენიმეს ემუქრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები