მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენთვის რუსეთი არასდროს ყოფილა გასაღების ბაზარი, მთავარი პარტნიორი უკრაინა იყო“ - "ჩინი“

63ce70e9dedf3
თინათინ ნატმელაძე
28.01.23 19:56
732
მეღვინეობა „ჩინი“, რომელიც წლებია რაჭაში, კერძოდ, ამბროლაურის რაიონის სოფელ ბუგეულში რაჭულ ღვინოს აწარმოებს, პროდუქციის დიდ ნაწილს ომის დაწყებამდე უკრაინის ბაზარზე ყიდდა. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა დავით მაცაბერიძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენთვის რუსეთი არასდროს ყოფილა გასაღების ბაზარი; დიდი ხნის წინ მცირე პარტია გავგზავნეთ, თუმცა მას შემდეგ, იქ პარტნიორები არ გვყოლია. ჩვენი მთავარი საექსპორტო ბაზარი უკრაინა იყო, რომელიც ომის დაწყების შემდეგ, ფაქტობრივად, გაუქმდა.

გასულ წელს, საახალწლოდ, მცირე რაოდენობის გაგზავნა მოვასწარით, მთელი წლისთვის 300 000 ბოთლი გვქონდა გათვლილი, მაგრამ მხოლოდ 10%-ის ანუ 30 000 ბოთლის გაგზავნა მოვახერხეთ და შემდეგ შევწყვიტეთ“, - განაცხადა დავით მაცაბერიძემ.

მისივე ცნობით, "ჩინი" პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანიის დახმარებით, თითქმის მთელ უკრაინას ამარაგებდა.

„ჩვენი ღვინო იყიდებოდა კიევში, აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინაშიც, თითქმის სრული ტერიტორია ათვისებული გვქონდა.

ნელ-ნელა მცირე მოთხოვნა ისევ გაჩნდა, ჩვენ დიდხნიანი პარტნიორობა გვქონდა უკრაინასთან და ამ ეტაპზე გარკვეული დავალიანებაა დაგროვილი მათი მხრიდან, ამიტომ დღესდღეობით, ძველი დავალიანების ანგარიშსწორებასა და ახალი პარტიის შეტანაზეც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმედი გვაქვს, 2023 წელს ეს მდგომარეობა დალაგდება და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით", - ამბობს „ჩინის“ დირექტორი.

დავით მაცაბერიძე ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კომპანიას მარაგში 300 ტონაზე მეტი ღვინო აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები