თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის სერვის ექსპერტი ანა თოთიბაძე გადაცემა „საქმიან დილაში“ 2022 წელს თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ საქმიანობას აფასებს.
როგორც ის აღნიშნავს, 2022 წლის სიახლეებს შორის იყო ახალი პროდუქტი, საუბარია სტარტაპ ნაკრების ბარათზე, რომელიც საოპერაციო პროდუქტების მთელ ნაკრებს აერთიანებს.
ანა თოთიბაძე იმასაც ამბობს, რომ „სტარტაპერი“ უკვე 5 წლისაა და პროგრამამ ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
„პროგრამის ფარგლებში სესხი კვლავ იდეის დონიდან გაიცემა. ამას საოპერაციო ნაწილში სტარტაპ ნაკრები დაემატა. ეს არის ბარათი, რასაც საოპერაციო პროდუქტების მთელი ნაკრები მოყვება, ეს თვეში 5 ლარი ჯდება და დამწყები ბიზნესებისთვის საუკეთესო შეთავაზებაა.
ჩვენთვის საამაყოა თუ როგორ შეცვალა,“სტარტაპერმა“ სტარტაპ ეკოსისტემა. როცა პროგრამა დავიწყეთ, გვიწევდა ახსნა - რა არის საერთოდ სტარტაპი, დღეს კი ამ სისტემაში ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო.
რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს, მსხვილი აქტივობები გვაქვს დაგეგმილი, თუმცა სტარტაპების მხარდაჭერას მუდმივად განვაგრძობთ“ - აღნიშნავს ის.
ინფორმაციისთვის: „სტარტაპერი“ თიბისის პროგრამაა, რომელიც დამწყები ბიზნესების წახალისების მიზნით შეიქმნა.




























